Cushman & Wakefield მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი ბრენდია, რომელიც უძრავი ქონების მიმართულებით კომპლექსურ მომსახურებას გთავაზობთ. თუ თქვენ გსურთ ინვესტიცია განახორციელოთ უძრავი ქონების მიმართულებით, ან ფლობთ საინვესტიციო პროექტს და ფინანსური დახმარების მოძიება გჭირდებათ, ჩვენ თქვენ დაგეხმარებით ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაციაში. თუ თქვენი იდეების განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმის შემუშავება, თქვენი პროექტის მიზანშეწონილობის დადგენა ან ინოვაციური პროექტის განხორციელება გსურთ, ჩვენი საკონსულტაციო დეპარტამენტი მაღალკვალიფიციურ მომსახურებას გაგიწევთ. თუ თქვენ ეძებთ უძრავ ქონებას, ან თქვენი საკუთრების საბაზრო ღირებულების დადგენა გსურთ, ჩვენ ვუზრულველყოფთ თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ჩვენი ამოცანაა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაგიმარტივოთ და იდეები რეალობად ვაქციოთ.
01 ადგილობრივი გამოცდილება
ჩვენ ვქმნით საფუძველს სწორი და ეფექტური მოქმედებისთვის
ჩვენი ისტორია საქართველოს უძრავი ქონების სფეროში 2012 წლიდან იწყება. Cushman & Wakefield უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კომპანია იყო, რომელმაც ოპერირება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. გლობალური გამოცდილება დაგვეხმარა ადგილობრივი ბაზრის თავისებურებების სირღმისეულ შესწავლაში და შემდეგ შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ჩვენი გუნდი მსოფლიო უძრავი ქონების სფეროში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ხელმძღვანელობს და კლიენტებს უძრავი ქონების მიმართულებით მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: უძრავი ქონების მართვა, საინვესტიციო მომსახურება, საბროკერო სერვისი, საკონსულტაციო მომსახურება და უძრავი ქონების შეფასება.
Cushman & Wakefield | Veritas ორიენტირებულია კლიენტის წარმატებაზე. ჩვენ ვქმნით საფუძველს სწორი და ეფექტური მოქმედებისთვის. ჩვენი ამოცანაა, თქვენი უზრუნველყოფა სტრატეგიული და ინოვაციური მიდგომებით. ჩვენ გეხმარებით თქვენი იდეების განხორციელებაში.
02 გლობალური გამოცდილება
Cushman & Wakefield საუკუნის წინ, 1917 წელს ნიუ-იორკში დაარსდა. დროთა განმავლობაში მისი გავლენა გაიზარდა და გასცდა ამერიკას. დღეს კომპანია მსოფლიოს 60 ქვეყანაში დაახლოებით 400 ოფისითაა წარმოდგენილი. C&W გლობალური ქსელი დაახლოებით 50,000 თანამშრომელს აერთიანებს.
კლიენტების წარმატებაზე ორიენტირებული კომპანია გლობალური უძრავი ქონების სფეროში სერიოზული ავტორიტეტითა და მაღალი სანდოობით სარგებლობს. C&W კლიენტურას წარმოადგენენ საერთაშორისო ბაზარზე მოთამაშე ცნობილი ბრენდები და უმსხვილესი კორპორაციები. ორგანიზაცია უძრავი ქონების მფლობელებს, ინვესტორებს და მოიჯარეებს სტრატეგიული მნიშვნელობის მომსახურებას უწევს.
ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში Cushman & Wakefield | Veritas სულ ორი ოფისითაა წარმოდგენილი - ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლობები.
03 ჩვენი კლიენტები
როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი კლიენტების სია საკმაოდ მრავალფეროვანი და ვრცელია. მსოფლიოს წამყვანი და წარმატებული ორგანიზაციები თავიანთ ბიზნესს გვანდობენ, ჩვენ კი ვცდილობთ მათ მოთხოვნებს მოვერგოთ და წარმატების გარანტად ვიქცეთ.